ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად, გერმანიაში სახლები და ქუჩები დაიტბორა

გამოქვეყნდა:

ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად, გერმანიაში, ბავარიის რეგიონში, სახლები და ქუჩები დაიტბორა - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს და წერს, რომ სტიქიამ მოგლიჯა ხეები, რამაც ტრანსპორტის შეფერხება გამოიწვია.

მისივე ინფორმაციით, ბავარიის ზოგიერთ რეგიონში სეტყვის ფენები 30 სანტიმეტრს აღწევდა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე 200-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. 

გერმანიის მეტეოროლოგიურ სამსახურში ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესება ისევ მოსალოდნელია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი