ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერს შეხვდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა. მედიის ცნობით, ის ქვეყნის პრემიერმინისტრს, საიმონ ჰარისს შეხვდება, რათა "განიხილოს პოტენციური შეთანხმებები განაღმვის, ენერგეტიკის, ჰუმანიტარული დახმარებისა და სურსათის უვნებლობის შესახებ უკრაინაში მიმდინარე რუსული შეჭრის დროს".

ცნობილია, რომ მოგვიანებით ზელენსკი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება, სადაც 25 ივლისს, ოქსფორდშირის საგრაფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება, რომელიც ბლენჰეიმის სასახლეში გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი