თელავში, მეწყერულ ზონაში მოქცეული რამდენიმე ოჯახი დახმარებას ითხოვს. მასიური წყლის დინების გამო, ზუზუმბოს ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი ინგრევა, ზოგან კი დაბზარულია ღობეები. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა მერიას დასახმარებლად რამდენჯერმა მიმართა, მერიამ მოსახლობას მხოლოდ სახლიდან გაყვანა და 120-ლარიანი ქირის თანაგადახდა შესთავზა, რაზეც მოსახლეობა უარს ამბობს.
თელავის მერი პრობლემას არ იცნობს და არც ამ საკითხზე საუბრობს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საქმეში სპეციალისტების ჩართვა და პრობლემის შესწავლაა საჭირო.
ავტორი: ია გულიაშვილი