შოიგუს მოადგილის საქმის ფიგურანტი წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
იგორ კოტელნიკოვი, მოსკოვის მე-4 წიანსწარი დაკავების იზოლატორში 8 ივლისს, დილის 11 საათზე გარდაიცვალა. რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის ევა მერკაჩევის თქმით, 52 წლის ბიზნესმენს, ბრალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის მიცემაში ედებოდა.
"უფლებადამცველებმა წინასწარი დაკავების იზოლატორების შემოწმებისას არაერთხელ შენიშნეს, რომ ეს საკნები ხალხითაა სავსე. საკნები თავად ძალიან პატარაა, თბილ ამინდში იქ ცხელა, ზამთარში კი ცივა", - წერს მერკაჩევი.
Telegram-არხებზე ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ФСБ-ს ოფიცრები არაერთხელ მივიდნენ ბიზნესმენთან და მოითხოვეს ჩვენების მიცემა თავდაცვის ყოფილი მოადგილის ტიმურ ივანოვისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სხვა ჩინოვნიკების წინააღმდეგ. როდესაც ბიზნესმენმა უარი თქვა, "ზეწოლა დაიწყო წინასწარი დაკავების იზოლატორში" - კოტელნიკოვი გაგზავნეს საკანში, სადაც ის ცუდად გახდა.