"მოხდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მკვლელობის მცდელობას" | FBI-ის ოფიცერი ტრამპზე

გამოქვეყნდა:

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) საველე ოფიცერმა, კევინ როჟეკმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ დონალდ ტრამპზე თავდასხმა განიხილება, როგორც მკვლელობის მცდელობა. 

"ამ საღამოს მოხდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მკვლელობის მცდელობას ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ... ეს ჯერ კიდევ აქტიური დანაშაულის ადგილია," - განაცხადა როჟეკმა და აღნიშნა, რომ მათ ადგილზე რამდენიმე აგენტი ჰყავდათ, რომლებიც ინციდენტს იკვლევდნენ.

შეგახსენებთ, რომ შაბათს პენსილვანიაში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო მიტინგის დროს ესროლეს. ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს ერთი მოქალაქე და თავად მსროლელი დაიღუონენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი