"ღრმად შოკირებული ვარ... პოლიტიკურ ძალადობას დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს" | ზურაბიშვილი ტრამპზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"ღრმად შოკირებული ვარ... პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და არ უნდა ჰქონდეს ადგილი დემოკრატიაში," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა და პენსილვანიაში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას გამოეხმაურა. 

"ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე ტრამპზე სროლით. პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და არ უნდა ჰქონდეს ადგილი დემოკრატიაში. პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს," - წერს ზურაბიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი