ხელისუფლების მთავარი მიღწევა კორონაპოლიტიკაა, წარუმატებლობა - უმუშევრობა - IRI

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მთავარ მიღწევად IRI-ის კვლევაში 22% კორონავირუსთან გამკლავებას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარებულია ე.წ მეორე ტალღის დაწყებამდე.  

IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ხელისუფლების მიღწევებში 12%- ით ჯანდაცვის რეფორმაა, ინფრასტრუქტურა და სტაბილურობას დადებითად 4-4% აფასებებს. 

26 % ვერაფერს ასახელებს ხელისუფლების წარმატებად, ხოლო გამოკითხულთა 17%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

ხელისუფლების მთავარ წარუმატებლობად 10% უმუშევრობას ამბობს, ცრუ დაპირებები და ეკონომიკურ სიდუხჭირეს 9-9%, კრიმინალის მატებას 6%. 

ამავე კითხვის პასუხად, რა არის ხელისუფლების მთავარი წარუმატებლობა 3% კოჰაბიტაციას ასახელებს, მზარდ სიღარიბესთან ერთად. 

გამოკითხულთა 25%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს, ხოლო 9% ფიქრობს, რომ ასეთი წარუმატებლობა არ არსებობს. 

აქვე, COVID19-თან გამკლავებას ხელისუფლებას გამოკითხულთა 37% იწონებს, 45% ნაწილობრივ იწონებს, 11% კი უკმაყოფილოა იმით, როგორ გაართვა თავი მთავრობამ კორონავირუსს. 

კორონაპანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებას ხელისუფლებას 15% უწონებს, ნაწილობრივ 40%-ია კმაყოფილი, თუმცა ნაწილობრივ უკმაყოფილოა 24% და სრულიად უკმაყოფილო ხელისუფლების ნაბიჯებით 19%. 

აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ითაა დაკლებული იმ ადამიანთა რიცხი, ვინც სრულად იწონებდა ხელისუფლების ნაბიჯებს, ხოლო 1%-ითაა გაზრდილი სრულიად უკმაყოფილოთა რაოდენობა. 

შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-21 აგვისტოს ჩატარდა და 18+ ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება +-2.5%-ია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი