საფრანგეთი დღეს ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. ბასტილიის ციხის აღების დღე საფრანგეთის რევოლუციის სიმბოლოა, რომელიც 1880 წლიდან აღინიშნება. ეროვნული დღესასწაული პარიზში, შანზ-ელიზეს მოედანზე, სამხედრო აღლუმით აღინიშნა. მსვლელობაში 4000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ საქართველოში საფრანგეთის საელჩოში მიღება გაიმართა.