"სცენარები ზუსტი ასლივით ჰგავს ერთმანეთს" | ფიცოს თქმით, ტრამპზე თავდასხმა მასზე თავდასხმის მსგავსია

გამოქვეყნდა:

"სცენარები ზუსტი ასლივით ჰგავს ერთმანეთს," - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს და გუშინ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას, მის დაჭრასთან აკავშირებს.

"თუ დ. ტრამპზე თავდამსხმელმა სლოვაკური იცოდა, საკმარისი იქნებოდა გაზეთები N, Sme ან Aktuality წაეკითხა,  რათა აშშ-ის ურჩ ყოფილ პრეზიდენტთან "გამოსწორების" სურვილი გასჩენოდა. სცენარები ზუსტი ასლივით ჰგავს ერთმანეთს. ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ მის გაჩუმებას და როცა ვერ ახერხებენ, ისე აბრაზებენ საზოგადოებას, რომ ვიღაც ღარიბი ბიჭი იარაღს იღებს. ახლა კი მოწმენი გავხდებით საუბრების შერიგების, დამშვიდებისა და პატიების აუცილებლობის შესახებ," - წერს ფიცო.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის პრემიერმინისტრს თავს 15 მაისს დაესხნენ. თავდამსხმელმა მას ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ჭრილობა მიაყენა. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კი გუშინ პელსილვანიაში საარჩევნო მიტინგზე ესროლეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი