ტრამპზე თავდამსხმელი 20 წლის მეთიუ კრუქსია | ბოლო ცნობები აშშ-დან

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი 20 წლის მეთიუ კრუქსია. სპეცსამსახურებმა მისი ლიკვიდირება თავდასხმის მომენტშივე შეძლეს. შეიარაღებული თავდასხმის მოტივი უცნობია, მომხდარზე გამოძიების ფედერალური ბიურო მოკვლევას აწარმოებს. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და მოქმედ პრეზიდენტობის კანდიდატს, პენსილვანიაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას ესროლეს. ტრამპს ჭრილობა ყურის არეში აქვს მიყენებული. შეხვედრისას, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილზე შეკრებილებს მიმართავდა, რამდენიმე გასროლა იყო. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი მოქალაქე, ერთი კი დაშავდა. დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი