პირისპირ ოკუპანტთან | ივანიშვილის შესრულებული დაპირება - თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტი ისეთი შედეგებით დასრულდა საქართველოსთვის, მხოლოდ მტერს რომ გაახარებდა. საქართველო სამიტზე განხილვის თემა არ ყოფილა, მისი გაწევრიანების და ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ არც დისკუსია გამართულა და არც ჩანაწერი გაკეთებულა საბოლოო დეკლარაციაში. მეტიც, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ გამართულ ყველა სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში გარკვევით ეწერა, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. წლევანდელი დეკლარაცია არის სამწუხარო გამონაკლისი და პირდაპირი შედეგი იმ საგარეო პოლიტიკისა, რასაც  პრორუსი ოლიგარქის პარტია ატარებს. 

გაგახსენებთ, რომ კრემლი დაჟინებით ითხოვდა ამ ჩანაწერის ამოღებას  ნატოს დეკლარაციებიდან და ეს სწორედ ქართული ოცნების ხელით გაკეთდა. 
ივანიშვილის პრორუსული გეოპოლიტიკური თამაში კი საქართველოს სუვერენიტეტისთვის, მისი მომავლისა და დამოუკიდებლობისთვის სრული კატასტროფის ტოლფასია - ამ პოლიტიკის ერთადერთი შედეგია ოკუპანტ რუსეთთან პირისპირ და მარტოდმარტო დარჩენილი საქართველო - იზოლირებული ყველა მეგობრისა და გულშემატკივრისგან და კატასტროფულად მოწყვლადი კრემლის სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მუქარის მიმართ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი