დროა, გირჩი-ოთ ახალი | მაია ლომიძის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

წამმზომი ჩართულია - 26 ოქტომბრის არჩევნებამდე 104 დღე რჩება, რაც წინასაარჩევნო კამპანიისთვის ნამდვილად არ არის დიდი დრო, მით უმეტეს მაშინ, როცა პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკურ ძალთა გადაჯგუფების პროცესი ჯერაც არაა საბოლოოდ დასრულებული. 

თუმცა გასულ კვირას ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ მიმართულებით ნამდვილად იქნა მიღებული. პარტიებმა "ახალი", "დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" პოლიტიკური კოალიციის გაფორმება და ერთიანი საარჩევნო ნომრის ქვეშ გაერთიანება ოფიციალურად გამოაცხადეს. 

თუმცა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის გრძელდება და სიახლეებს ამ მხრივ მომდევნო კვირებშიც უნდა ველოდოთ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი