ევროინტეგრაცია შეჩერებულია | რა შანსი რჩება საქართველოს და რა შემთხვევაში?

გამოქვეყნდა:

საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია. თაობების ბრძოლა, ოცნება, შრომა, ყველაფერი ის, რისკენაც დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველო ბოლო 30 წელი მიდიოდა, "ქართული ოცნების" გამოისობით ამ ეტაპზე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

წყალში გადაყრილიაო ჯერ ნამდვილად ვერ ვიტყვით და შანსი იმისა, რომ ევროინტეგრაციას ქვეყანა არათუ დაუბრუნდეს, არამედ დაიბრუნოს თავისი ღირსეული ადგილი როგორც დემოკრატიის და რეფორმების ფლაგმანმა, ნამდვილად არის.

მაგრამ, ცხადია ეს შანსი ვერ იარსებებს პრორუსი ოლიგარქის ძალაუფლებაში დარჩენის შემთხვევაში. ევროინტეგრაციის პროცესთან ერთად ჩერდება არა მხოლოდ ბრიუსელიდან, ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები საქართველოში, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი