ტრამპზე თავდამსხმელის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს | WsJ

გამოქვეყნდა:

ტრამპზე თავდამსხმელის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მანქანას, რომელსაც თავდამსხმელი მართავდა, პენსილვანიის შტატში,  იმ ადგილის მახლობლად იყო გაჩერებული, სადაც ტრამპი თავის მხარდამჭერებს შეხვდა. 

ამერიკული მედიის ცნობით, იარაღი რომელიც თომას მეთიუ კრუკსმა გამოიყენა, მამამისის ნაყიდია. 

შეგახსენებთ, დღეს 14 ივლისს პენსილვანიაში ჩასულ დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მხარდამჭერებს სცენიდან მიმართავდა, რა დროსაც მისი მიმართულებით გაისროლეს. 

თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი