8 გასროლა პენსილვანიაში | აშშ-ის პრეზიდენტებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებზე თავდასხმების ისტორია

გამოქვეყნდა:

ამერიკის 45-ე პრეზიდენტი და მიმდინარე არჩევნებზე რესპუბლიკელების კანდიდატი შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე გახდა. ტყვიამ, რომელიც შენობის სახურავიდან 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა გაისროლა, სულ რამდენიმე მილიმეტრით ასცდა სამიზნეს და დონალდ ტრამპს ყური დაუზიანა. 

სროლის შედეგად გარდაცვლილია ტრამპის ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც მის  უკან იმყოფებოდა და ლიკვიდირებულია თავად თავდამსხმელიც. 

ამ ეტაპზე გამნაღმველები მუშაობენ მის მანქანასთან, რადგან არის ეჭვი, რომ ავტომობილი დანაღმულია. ამ თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. გამოძიებას რაიმე ხელჩასაჭიდი ვერსია მოტივთან დაკავშირებით არ აქვს. 

20 წლის ახალგაზრდა ორივე პარტიასთან აკავშირებდა თავის თავს და წლევანდელი არჩევნები მისთვის წესით პირველი უნდა ყოფილიყო, როცა ხმის მიცემის საშუალება ექნებოდა. მიუხედავად თავისი ასაკისა, მამაკაცს სოციალურ ქსელში არანაირი აქტივობა არ ჰქონდა. ერთი სიტყვით ჯერაც ამ საქმეში ბევრი რამ გამოსაძიებელია, მათ შორის რატომ ვერ დაინახა დროულად საიდუმლო სამსახურმა შეიარაღებული ახალგაზრდა. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი