თავდამსხმელის მოტივზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, დონალდ ტრამპმა უკვე მიიღო უსაფრთხოების გაზრდილი დონე | ბაიდენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის მოტივზე ჯერ ინფორმაცია არ არსებობს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ვიცე- პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და გენ. პროკურორ მერიკ გარლანდთან ერთად გამართა. 

ბაიდენმა ხალხს, მოუწოდა, რომ მომხდართან დაკავშირებით,  არ გამოთქვან ვარაუდები და დაელოდონ FBI-ის გამოძიებას. მისი თქმით, დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების გაზრდილი დონე უკვე მიიღო. 

„ჩვენ ვიცით, ვინ არის თავდამსხმელი. მე მოვუწოდებ ყველას, გთხოვთ, ნუ გააკეთებთ რაიმე ვარაუდებს მის მოტივებსა და პოლიტიკურ შეხედულებებზე. ნება მიეცით გამოძიების ფედერალურ ბიუროს, გააკეთოს თავისი საქმე. მე მივეცი მითითება, რომ ეს გამოძიება იყოს საფუძვლიანი და სწრაფი. გამომძიებლებს ექნებათ ყველანაირი რესურსი, რაც მათ სჭირდებათ ამის შესასრულებლად“, – აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, 14, ივლისს პენსილვანიაში ჩასულ დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ.  აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მხარდამჭერებს სცენიდან მიმართავდა, რა დროსაც მისი მიმართულებით გაისროლეს.  

ტყვიამ, რომელიც შენობის სახურავიდან 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა გაისროლა, სულ რამდენიმე მილიმეტრით ასცდა სამიზნეს და დონალდ ტრამპს ყური დაუზიანა. 

სროლის შედეგად გარდაცვლილია ტრამპის ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელიც მის  უკან იმყოფებოდა და ლიკვიდირებულია თავად თავდამსხმელიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი