
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ 15 ივლისს მიმართავს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით. მისი თქმით, სხდომები 18 და 19 ივლისს გაიმართება, დღის წესრიგშია გენერალური პროკურორის არჩევა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი.
პაპუაშვილის თქმით, თუ პრეზიდენტისგან დადებით პასუხს ვერ მიიღებენ, სხდომას თავად ჩანიშნავს.
"მივმართავ ქალბატონ სალომეს იმისთვის რომ რიგგარეშე სესია ჩაინიშნოს 18 ივლისს 12:00 საათიდან, მას ამისთვის 48 საათი აქვს, რომ დადებითი პასუხი მივიღოთ. იმ შემთხვევაში თუ აქაც იქნება მცდელობა, რომ პარლამენტს შეუშალოს ხელი ქალბატონმა სალომემ მუშაობაში, უკვე დღეიდან 48 საათის გასვლის შემდე, მე ჩავნიშნავ უკვე ამ სხდომას, ასე რომ, 18-ში ყველა შემთხვევაში გვექნება 12:00 საათზე პლენარული სხდომა", - თქვა პაპუაშვილმა.