
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერი, დმიტრი პლეტენჩუკი აცხადებს, რომ ანექსირებული ყირიმი დღეს, 15 ივლისს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკანასკნელმა საპატრულო ხომალდმა დატოვა.
"რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბოლო საპატრულო ხომალდი სწორედ ახლა გადის ჩვენი ყირიმიდან. დაიმახსოვრეთ ეს დღე", - დაწერა პლეტენჩუკმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საპატრულო გემი ორი ხომალდის თანხლებით გავიდა, რომლებიც არ არიან სამხედრო გემები. პლეტენჩუკმა ხაზი გაუსვა, რომ მტრის ტაქტიკა შავ ზღვაში ჯერჯერობით შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტულად ბაზებს შორის გადაადგილებით. "ეს ძალიან მნიშვნელოვანია." - აღნიშნა მან.