ესპანეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკების ახალი პარტია გადასცა

გამოქვეყნდა:

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ესპანეთმა უკრაინაში ახალი სამხედრო დახმარების გადატანა დაიწყო, რომელიც  ათ Leopard 2A4 საბრძოლო ტანკს, რამდენიმე მტვირთავს და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს.

"დაიწყო 10 Leopard 2A4 საბრძოლო ტანკის მულტიმოდალური ტრანსპორტირება უკრაინაში, რომლებმაც გაიარეს რემონტის, კორექტირების და მზადყოფნის პროცესი ალკალა-დე-გუადეირას ქარხანაში, ასევე ჩაუტარდათ შესაბამისი ტესტები მათი სრული ფუნქციონირების შესამოწმებლად", - ნათქვამია უწყების განცხადებაში 

მათივე ცნობით, სამხედრო დახმარების ახალი პარტია პოლონეთში შაბათ-კვირას ჩავა, რის შემდეგაც იგი უკრაინელ სამხედროებს გადაეცემათ. 
 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი