ვოლგოგრადში რუსმა სამხედრომ ბავშვებს ხმამაღალი მუსიკის გამო ესროლა | დაჭრილია 12 წლის მოზარდი

გამოქვეყნდა:

ვოლგოგრადის ოლქში, რუსმა სამხედრომ ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ უგოლსკიში, 12 ივლისს  მოხდა. ფრონტიდან დაბრუნებულმა 48 წლის სამხედრომ მის სახლთან მიმავალ ბავშვებს სანადირო თოფიდან ესროლა. ის იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ბავშვებს მუსიკა ჰქონდათ ჩართული. 

ჟურნალისტების ინფორმაციით,  9-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდები მუსიკალური დინამიკით სეირნობდნენ, რა დროსაც ფრონტიდან შვებულებაში მყოფი სამხედრო ძმასთან ერთად, რომელიც ასევე მონაწილეობდა უკრაინის ომში, ქუჩაში გავიდა და სროლა დაიწყო.

ბავშვებმა გაქცევა სცადეს, თუმცა 12 წლის ბიჭი ფეხში დაიჭრა. ის ადგილობრივ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მედია წერს, პოლიცია შემთხვევის ადგილზე ერთი საათის შემდეგ მივიდა, თუმცა სამართალდამცველები სამხედროების სახლში შესვლას სროლის შიშით, ვერ ბედავდნენ.

საბოლოოდ ორივე ძმა დააკავეს. გამოძიება სამხედრო პროკურატურამ დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი