
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება. ამბობს, რომ ევროპა საქართველოს მიმართ გამოხატავს მხარდაჭერას "ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და მისი სრულად გამოყენება საქართველოსა და ევროკავშირის მხრიდან. ასევე მხარდაჭერას გამოხატავს უვიზო რეჟიმის მიმართ".
მისივე თქმით, ამ ორი მიმართულებით საქართველოს მთავრობამდა პარლამენტმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და "ოცნების" ხელისუფლება ევროპის ნდობას უფრთხილდება.
ვუფრთხილდებით ევროპის ნდობას საქართველოს მიმართ და მომავალშიც მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის მიღებულ იქნეს სიკეთე, რასაც ჰქვია უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან იყოს დაცული, - ამბობს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მომზადებული ანგარიში ევროდეპუტატებმა გუშინ, 17 სექტემბერს დაამტკიცეს. ევროპარლამენტი მოუწოდებს მთავრობას პატივი სცეს კანონის უზენაესობასა და სასამართლო დამოუკიდებლობას. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა ძალის გადამეტების ყველა ინციდენტი უნდა გამოიძიონ, მათ შორის 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციების საქმეები.