კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი "სისულელეა" | "იმედის" მფლობელის პირით შემოპარებული ხელისუფლების სურვილი?

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტული არხის მფლობელი მმართველი პარტიის რეალურ პოლიტიკურ მიზნებს ასაჯაროვებს. ტელეკომპანია "იმედის"  მფლობელი ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს. უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ევროკავშირსა და ნატოში - როგორც ეს კონსტიტუციაშიც კი არის ჩაწერილი? რუხაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პოზიცია ერთმნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. იმედის მფლობელი საუბრობს საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქეზე, რომლებსაც თითქოსდა არ სურთ ევროინტეგრაცია. 

ოპოზიციისთვის ირაკლი რუხაძის ეს განცხადება შემოპარებაა იმის, რაც სურს და რასაც ფიქრობს ხელისუფლება. პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ის რაც რუხაძემ თქვა, მხოლოდ გაახმოვანა, მაგრამ მას დაავალეს რომ საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრება დაეწყო, თითქოსდა ევროინტეგრაცია ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება. 

რაც შეეხება, სახელისუფლო გამოხმაურებებს რუხაძის განაცხადზე, ოცნების ლიდერები ამ ეტაპზე არც ემიჯნებიან და არც ემხრობიან, ცდილობენ ფრთხილად შეაფასონ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი და დამოკიდებულება.

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი