ევროპარლამენტი დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევს

გამოქვეყნდა:

დღეს, 16 ივლისს ევროპარლამენტი ახალ პრეზიდენტს აირჩევს - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური წერს. 

თანამდებობაზე ორი კანდიდატია წარდგენილი - მოქმედი პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ახლად არჩეული ევროპარლამენტარი ირენ მონტერო. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი კენჭისყრა სტრასბურგში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რობერტა მეცოლა ბოლო ორი წელია ხელმძღვანელობს ევროპარლამენტს. ის ამ თანამდებობაზე 2022 წლის დასაწყისში აირჩიეს.

ირენ მონტერო ესპანელი პოლიტიკოსია, მემარცხენე პარტია „პოდემოსის“ წარმომადგენელი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი