ქუჩური გარჩევა რუსთავში - ჩხუბი 40-მდე ახალგაზრდასა და პოლიციას შორის მოხდა

გამოქვეყნდა:

ფიზიკური დაპირისპირება და სროლა რუსთავში - "მთავარმა" შემთხვევის ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენი ინფორაციით, თავდაპირველად, ახალგაზრდებს შორის ქუჩური გარჩევა სკოლის ეზოში დაიწყო. მოგვიანებით, დაცვამ მათ ტერიტორია დაატოვებინა, რის შემდეგაც უკვე მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისა და სიმშვიდისკენ მათ საპატრულო პოლიციამ მოუწოდა. ახალგაზრდების ნაწილმა პატრულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ შორის დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ კი პოლიციამ, სიტუაციის განსამუხტად ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. 

ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი. ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება პოლიციის მიმართ ძალადობისა და მათი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიმართ დაიწყო. ჩხუბში მონაწილე პირთა უმრავლესობა არასრულწლოვანია. 

შეგახსენებთ, რომ ჩხუბი გვიან ღამით, რუსთავში, მე-4 სკოლასთან მოხდა. გარჩევის შემდეგ პოლიციამ ორი, 21 წლამდე პირი დააკავა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი