"მადლობა ამ სურვილებისთვის, ძვირფასო სალომე. გაუმარჯოს ფრანგულ სულს და მის მატარებელ ღირებულებებს: თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას. და გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოვებს".
წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე "ბასტილიის დღესთან“ დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მილოცვის პასუხად.