ბრიტანეთი და EU-ს ქვეყნები ახალი ზომებით გააძლიერებენ რუსეთის ნავთობის "ჩრდილოვანი ფლოტის" შემოწმებას | Bloomberg

გამოქვეყნდა:

ნავთობის ტანკერების "ჩრდილოვანი ფლოტის"  წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი საერთაშორისო სანქციებისთვის თავის ასარიდებლად  იყენებს, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყნების ჯგუფი ახალი ზომების მიღებას გეგმავს. ამის შესახებ წყაროებსა და შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით  Bloomberg-ი წერს  და ამბობს, რომ ბრიტანეთი გამოვა მოქმედებისკენ მოწოდებით.

გამოცემის ცნობით, მთავრობების დაუზუსტებელი რაოდენობა აპირებს გეგმას მხარი დაუჭიროს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, რომელიც ხუთშაბათს, 18 ივლისს გაიმართება დიდ ბრიტანეთში.

მიზანია რუსული ფლოტის შესახებ ინფორმაციის ერთმანეთთან გაზიარება, რათა  გემებისა და შუამავლების მიერ შექმნილ რისკებზე რეაგირება კოორდინირებული იყოს და იმუშაონ  კერძო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საფრთხის მოსაგვარებლად. ოფიციალური პირები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან შექმნიან  ჯგუფს და შეხვდებიან ერთმანეთს, რათა სასწრაფო "განახორციელონ კონკრეტული ზომები". ქვეყნები ცდილობენ კიდევ უფრო გაურთულდეს რუსეთს ნავთობის რესურსებიდან სარგებლის მიღება. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ საპასუხოდ შესაძლოა მეტი გემი დასანქცირდეს.

2022 წლის ბოლოს, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა შექმნა 100-ზე მეტი ტანკერისგან შემდგარი "ფლოტი", რომელიც დაეხმარებოდა მას სანქციების გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებაში.

რუსეთიდან ზღვით მიწოდებული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აკრძალა. ევროკავშირის ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის შემოღებაზე - ბარელზე 60 დოლარით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი