პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საჯარო რეესტრმა პარტია დაარეგისტრირა. "ახალის" ნომერი აირს - 4 და ის პირველი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში, რომელსაც 2 თანათავმჯდომარე ჰყავს.
"ბევრი წვალების შემდეგ, საჯარო რეესტრმა ბოლობოლო დაარეგისტრირა "ახალი"! ახალი სახელით, ახალი წესდებით, ახალი პოლიტსაბჭოთი!
საქართველოში პირველი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელსაც 2 თანათავმჯდომარე ყავს!
სიახლე და ერთიანობა აქ და ახლა!
ჩვენი ნომერია 4!" - წერს ნიკა გვარამია.