რუსეთი კიევისა და ხერსონის ოლქებს დრონებით დაესხა თავს

გამოქვეყნდა:

რუსეთი ღამით კიევის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს, მოქმედებდა საჰარეო თავდაცვის სისტემა. ჩამოგდებული "შაჰიდების" ნამსხვრევები კერძო ეზოში დაეცა, დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობები. ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან კრავჩენკო იტყობინება.

"სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები არ დაზიანებულა“, - აცხადებს კრავჩენკო.

უკრაინული მედიის ცნობით, 16 ივლისს, დილით, რუსებმა დაბომბეს ხერსონის ერთ-ერთი ბაზარი, დაზიანდა ბიზნეს ცენტრი და სავაჭრო ფართი, მსხვერპლი არ ყოფილა.

გარდა ამისა, რუსეთი თავს დაესხა ჯგუფს, რომელიც ხერსონის ოლქში, ანტონოვკაში გაზის აპარატურას არემონტებდა, რის შედეგადაც მუშა დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი