პუტინის ვალდაის რეზიდენციის დაცვა გააძლიერეს. ტერიტორიის გარშემო შვიდი ერთეული საზენიტო-საარტილერიო კომპლექსი დაამონტაჟეს. "რადიო თავისუფლების" რუსული სამსახურის ჟურნალისტი სოციალურ ქსელში სატელიტურ ფოტოებსაც ავრცელებს.
ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები პუტინის აგარაკთან მარტში გამოჩნდა.
პორტალი Astra ორ მკითხველზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ამავე რეზიდენციიდან სამი კილომეტრის მოშორებით, საჰაერო თავდაცვის სისტემის მსგავსი ორი ობიექტი დგას.