შერიგება ვერ შედგა | ახალი დეტალები "ხარება" - შინჯიკაშვილის დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

ზვიად ხარაზიშვილთან დაპირისპირებული გიორგი შინჯიკაშვილი ქვეყნიდან გაიქცა და დაბრუნებას ვერ ახერხებს. "მთავარი არხის" ინფორმაციით  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლში თანამდებობიდანაც გადადგა, განცხადებას კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოაწერა ხელი. არსებული ინფორმაციით, შინჯიკაშვილს სამსახურიდან წასვლის განცხადება უცხოეთში ჩაუტანეს და ხელი მოაწერინეს. მისი თანამშრომლები ვერაფერს ამბობენ.

ქართული ოცნების ორი სადამსჯელო დაჯგუფების ხელმძღვანელის შერიგებას მათი გარემოცვის წევრები თითქმის ერთი თვეა ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. ზვიად ხარაზიშვილი ვიცე გუბერნატორის დასახიჩრებითა და მოკვლით იმუქრება, აქედან გამომდინარე ღიად რჩება საკითხი, როდის შეძლებს შინჯიკაშვილი  სამშობლოში დაბრუნებას. 

"მთავარი არხის" შაბათის ეთერის გუნდმა დაპირისპირების შესახებ მაყურებელს ჯერ კიდევ 15 ივნისს უამბო, ამ დროს გიორგი შინჯიკაშვილი და მისი ახლო გარემოცვა ქვეყნიდან უკვე გასული იყო, გამოდის რომ გიორგი შინჯიკაშვილის ერთგვარი იძულებითი შვებულება თვეზე მეტი ხანია გრძელდება.

ხარება სამსახურიდან ისევ არ ათავისუფლებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსს კახა ჭუმბურიძეს. მთავარის ინფორმაციით კახა ჭუმბურიძის ძმამ დიმა ჭუმბურიძემ კონფლიქტისას ხარებას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ზონდერს სცემა, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ქალებს ფიზიკურად უსწორდებოდა. ახლა ხარება კახა ჭუმბურიძეს ემუქრება, რომ არათუ სამსახურიდან წასვლის საშუალებას მისცემს, არამედ აყურებინებს როგორ ასახიჩრებს მის ძმას. 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი