"ოცნების" პრემიერ მინისტრი უპრეცედენტო კრიტიკის ობიექტი გახდა მთავარი სტრატეგიული სახელმწიფოს მხრიდან. ირაკლი კობახიძემ ხისტი პასუხი დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის შეფასების გამო დაიმსახურა. უპასუხისმგებლოს და სპეკულაციურს უწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილის მთავრობის მეთაურის კონსპირაციის თეორიებს და კობახიძეს FBI-ს გამოძიების დალოდებისკენ მოუწოდებს. კობახიძე ერთადერთია მსოფლიო პოლიტიკოსებს შორის, რომელმაც პენსილვანიაში განხორციელებული თავდასხმის უკან არ არსებული "გლობალური ომის პარტია" დაასახელა, მაშინ, როცა მოტივზე მინიშნება თავად ტრამპსაც კი არ გაუკეთებია.
იხილეთ: