
2024 წელს, ოლიგარქმა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია 2012 წელზე საუბრით დაიწყო - ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ახალი ოფისის გახსნაზე სირტყვით გამოსვლისას ტრადიციული რუსული პროპაგანდისტული გზავნილები გააკეთა. "ოცნების" წევრების მსგავსად, ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ მის პარტიას 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ეს საკმარისი არაა.
ივანიშვილი წინა საჯარო გამოჩენის მსგავსად, ოპოზიციას "პასუხისგებით" დაემუქრა 12 წლის წინანადელ "დანაშაულებზე":
"ჩვენ გვჭირდება მყარი, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისთვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომი პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში.
ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. არჩევნების შემდეგ მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს." განაცხადა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ოლიგარქი შეეხო უკრაინაში ომს და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში "რესპუბლიკელების" გამარჯვების იმედი გამოთქვა:
უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში "რესპუბლიკელები" გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება" თქვა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ივანიშვილმა ბევრი ილაპარაკა მითიურ "გლობალურ ომის პარტიაზე", "აგენტურაზე", ჩამოთვალა ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების გვარები, რომლებსაც "უსამშობლო პოლიტიკოსები" უწოდა.