"მთავარია ეს მცირე დროც მოვიგოთ... ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება" | ივანიშვილი ტრამპის გამარჯვებაზე

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების იმედი აქვს. ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ოლიგარქმა აღნიშნა, რომ "რესპუბლიკელების" გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომი შესაძლოა იანვარშივე დასრულდეს და ამის შემდეგ, ევროპასა და ამერიკასთან  "ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება": 

"უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში "რესპუბლიკელები" გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება" თქვა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ახალი ოფისისა და  წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი