აქცია და დაპირისპირება პოლიციასთან | აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა ე.წ. კომიტეტის მიერ აპარტამენტებზე კანონის დამტკიცებას

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა დღეს "აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ" კანონპროექტი განიხილა და დაამტკიცა. დოკუმენტი ითვალისწინებს ამ ტერიტორიებზე აპარტამენტებისა და აპარტ-ოტელების მშენებლობას. შეხვედრაში მონაწილეობდა ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტს განსახილველად მორიგ საპარლამენტო სესიაზე გაიტანენ.

"ნუჟნაია გაზეტა" წერს, რომ სხდომა პარლამენტის შენობის მკაცრი დაცვის ქვეშ მიმდინარეობს. ე.წ პარლამენტში არ შეუშვეს საზოგადოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.

ოკუპირებულ რეგიონში ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონი მიწის ფარული გაყიდვაა და დეპუტატებს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის თქმით, არ უნდა დაუშვან "აფხაზეთის უცხოელებით დასახლება".

ე.წ პარლამენტის შენობასთან ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას ძალოვანებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადოებას მასშტაბური პროტესტისკენ მოუწოდებენ.

"დღეს, აფხაზი ხალხისგან იზოლირებულად, ცდილობენ მიიღონ კანონები, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის სახელმწიფოს დანგრევისკენ", - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ლეონიდ ჩამაგუამ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, "ოჩამჩირის, ტყუარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების შესახებ" კანონპროექტი 150 ჰექტარზე აპარტამენტებისა და აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებს და მოსალოდნელია, რომ მისი მეშვეობით ბიუჯეტში 500 მილიონ რუბლზე მეტ გადასახად შევა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი