
ისრაელის დელეგაცია ეგვიპტეში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ეგვიპტის აეროპორტის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანონიმური წყაროს ცნობით, ისრაელის დელეგაციაში ექვსი ოფიციალური პირია.
საერთაშორისო შუამავლები ისრაელს და "ჰამასს" ეტაპობრივი შეთანხმებისკენ მოუწოდებენ თავდასხმების შესაჩერებლად და 120-მდე მძევლის გასათავისუფლებლად.
ცნობისთვის, მხარეებს შორის მოლაპარაკებები შაბათ-კვირას განახლდა.