არაფერი ახალი, გარდა შენობისა | ივანიშვილის "შეხვედრა წარსულთან"

გამოქვეყნდა:

არაფერი ახალი - ქართული ოცნების პომპეზურ პრეზენტაციაზე სიახლე მხოლოდ შენობა იყო, ყველაფერი დანარჩენი - ლიდერის, ადამიანების და პოლიტიკური გზავნილების ჩათვლით, ყველაფერი უზომოდ მოძველებული, მობეზრებული და უინტერესო აღმოჩნდა. თითქმის ორ საათიან შეკრებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური ელიტის რიტორიკის მთავარი გზავნილი ბიძინა ივანიშვილის ქება იყო. თავად ოლიგარქმა კი ისევ თორმეტი წლის წინანდელ 9 წლიან მმართველობაზე ილაპარაკა. ქართულმა ოცნებამ გუშინ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფაქტობრივად არაფრის შეთავაზება არ შეუძლია მოქალაქეებისთვის - უფრო მეტიც ოლიგარქის პოლიტიკური კლანი ქვეყანას წარსულში და შესაბამისად კვლავ რუსულ ორბიტაზე აბრუნებს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი