"ლელო", ანა დოლიძის "ხალხისთვის" და ლევან ცუცქირიძის "თავისუფლების მოედანი" საარჩევნოდ გაერთიანდნენ

გამოქვეყნდა:

ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ახალი გაერთიანება იქმნება - პოლიტიკურმა პარტიამ "ლელო", ანა დოლიძის "ხალხისთვის" და ლევან ცუცქირიძის "თავისუფლების მოედანმა"  არჩევნებზე ერთიანი სიით გამოსვლის განაცხადი გააკეთეს. პრეზენტაცია ევროპის მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს. 

 "ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის წყალგამყოფი - "ან ვიქნებით ჭაობში ან ვიქნებით ოკუპანტის უღელის ქვეშ, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში" - ამბობს ის.

ახალი გაერთიანება საარჩევნო ნომრად 9 ნომერს ირჩევს.

ეს უკვე მესამე ოპოზიციური გაერთიანებაა.  მანამდე 4 ნომრის ქვეშ გაერთიანდნენ პარტიები "ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება", ხოლო 5 ნომრით მიიღებენ მონაწილეობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი".

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი