უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, რუსეთში MiG-31K-ის აფრენის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
"ყურადღება! მთელ უკრაინაში არის სარაკეტო თავდასხმის საფრთხე! დაფიქსირდა MiG-31K-ის აფრენა სავასლეიკას აეროდრომიდან (ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი)." - წერია განცხადებაში.