იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილის არჩევას. საკითხს, განხილვის გარეშე, დღესვე უყრიან კენჭს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. სხდომას, სავარაუდოდ, ოპოზიციის უმრავლესობა არ დაესწრება, რადგან პარტიები რუსული კანონის მიღების შემდეგ ბოიკოტში არიან.

გაბიტაშვილი 11 წელი იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას. გენერალური პროკურორის პოზიციაზე მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი