პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. სავარაუდოა, რომ სწორედ ირაკლი კობახიძე იქნება პარტიული სიის პირველი ნომერიც. იმის მიუხედავად, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, საარჩევნო პროცესებზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილმა კობახიძეც ჩააბარა.
"ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძის ფაქტორია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რა პოსტზეც არ უნდა ყოფილიყო კობახიძე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მაინც ის იქნებოდა. მისივე მტკიცებით, გუნდში კობახიძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით.
"მთავარი ფაქტორი იყო არა ვინ იყო ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე, პრემიერმინისტრი, პარტიის თავმჯდომარე თუ ასე შემდეგ, არამედ ის, რომ თავად იყო ირაკლი კობახიძე, რომელსაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს საარჩევნო შტაბის მართვის თვალსაზრისით. ირაკლი კობახიძე ამ შემთხვევაში რომ ყოფილიყო პარტიის ხელმძღვანელი, თუ წარსულში რომ იყო აღმასრულებელი მდივანი, ნებისმიერი პოზიცია რაც არ უნდა სჭეროდა, მაინც ირაკლი კობახიძე იქნებოდა, იმიტომ რომ ყველაზე გამოცდილი მენეჯერი საარჩევნო შტაბის მართვის თვალსაზრისით არის ჩვენი მხრიდან ირაკლი კობახიძე", - თქვა მდინარაძემ.
რატი იონათამიშვილის მტკიცებით, ირაკლი კობახიძე ყველა არჩევნებზე პარტიის გამარჯვების მთავარი სიმბოლო და დაუმარცხებელი ლიდერია.
"ოცნებაში" ამბობენ, რომ მანიპულაციაა თითქოს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არ ენდო.