მოსკოვის სასამართლომ ათასი რუბლის გამოსახულებით ტუალეტის ქაღალდის გაყიდვა აკრძალა | მოტივი "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაა"

გამოქვეყნდა:

მოსკოვის პრეობრაჟენსკის სასამართლომ რუსეთში ოთხი ონლაინ მაღაზიის გვერდი აკრძალა, რომლებიც სუვენირების სახით ჰყიდდნენ ტუალეტის ქაღალდს, რომელზეც ათასი რუბლია გამოსახული. ამის შესახებ "დოჟდი" წერს.

ონლაინ მაღაზიების წინააღმდეგ საჩივარი ადგილობრივმა პროკურორმა შეიტანა. მან თავისი მოთხოვნა იმით ახსნა, რომ კუპიურაზე არის იაროსლავ ბრძენის ძეგლი, რომელიც "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ პატივცემულ წმინდანებს შორისაა კლასიფიცირებული". არგუმენტებს დაეთანხმა სასამართლოც.

"თავისუფალ დემოკრატიულ საზოგადოებაში უკანონო ხასიათის საინფორმაციო მასალების გავრცელება, რომელსაც შეუძლია მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ვერ იქნება დაცული აზრის, სიტყვის, მოსაზრებებისა და ინფორმაციის თავისუფლებით," - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ერთ-ერთი მაღაზია, რომელმაც ეს ტუალეტის ქაღალდი გაყიდა, იყო Сима-ленд, რომელიც ცნობილია ვლადიმირ პუტინის მხარდასაჭერად მისი თანამშრომლების ფლეშმობებით. ამ პროდუქტის გვერდი მაღაზიის ვებსაიტზე აღარ არის ხელმისაწვდომი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი