
ვუდსტოკში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება, რომელში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ მინისტრიც იღებს. იმის მიუხედავად, რომ ღონისძიების მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის აგრესიაა და ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემა საქართველოსაც აქვს, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მხოლოდ ენერგეტიკულ პანელში იღებს.
სამიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გახსნა.
გახსნითი პლენარული სესიის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს უკრაინის პრეზიდენტმა, შვეიცარიის პრეზიდენტმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნამდე მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი