"კითხვები მამუკა ხაზარაძესთან მე არ მაქვს და არც ლელოსთან. ჩვენ, ჩვენი გეგმით, ლელოსთან მიმართებაში ძალიან კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება. იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ, როგორც რამდენიმეჯერ, ამ ყველაფერს არ გააფუჭებენ. კითხვები მათთან არ მქონია და არც მაქვს. თუ მამუკას აქვს კითხვები, მერე მე რა ვუყო, ჰქონდეს კითხვები. კითხვები ხაზარაძეს ადრეც ჰქონდა ჩემთან და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არ არის პრობლემა. ჩვენთვის წითელი ხაზია ნაციონალური მოძრაობა და წითელი ხაზია ოცნება."
ამბობს გიორგი გახარია