ქართული ოცნების” ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამერიკის და ევროკავშირის დისკრედიტაციის კამპანიას განაგრძობენ.
იერიში დასავლეთზე გორის საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ, ღიად მიიტანა და საქართველოს მეგობრები მტრად გამოაცხადა.
რაზმაძემ მორიგი პროპაგანდისტული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოს მთავრობა მისი პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და დახმარების შეჩერებაზე ისაუბრა.
დღეს კი რაზმაძემ ფაქტობრივად იგივე გაიმეორა და აშშ და რუსეთი ერთ სიბრტყეზე დააყენა. რაზმაძე გამოეხმაურა კომენტარებსაც, რომ მისი შვილი სწორედ აშშ-ში ცხოვრობს:
"არ მომწონდა მე საბჭოთა კავშირი. არც რუსეთი მომწონს და ამას ხაზი გავუსვი. ეს უფროსი ძმის სინდრომი ვერ მოვიშორეთ. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. ჩემთვის მიუღებელია, ამერიკა ერქმევა, გერმანია, რუსეთი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც მე დღის წესრიგს შემიდგენს, თუნდაც ზესახელმწიფო. ფაქტობრივად, ერთი იმპერია რუსეთია, მეორე იმპერია ამერიკაა და იმან უნდა დაგილაგოს, ჩემთვის მიუღებელია. არის ერთი ჰეგემონია ამერიკისა და ეს მართავს ყველაფერს. ეს ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მის დღის წესრიგს გაიზიარებს.
შეიძლება მამას სხვა აზრი ჰქონდეს, შვილს სხვა, ის, რომ მამა-შვილს ერთი აზრი არ აქვს და ამის გამო უნდა დაისაჯოს, ეს იყო ბოლშევიკების მეთოდი და ზუსტად, ალბათ თვითონ ასე იგრძნობენ, ვინც კომენტარები აკეთა, რომ მაგის გოგო ამერიკაშიაო. ამერიკაში თუ არის, ის შრომობს, სწავლობს აკეთებს თავის საქმეს. ეს მისი გადაწყვეტილებაა." - ამბობს დავით რაზმაძე.