2024 წლის არჩევნებისთვის ოლიგარქის სტრატეგია უცვლელია. პროცესს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ კობახიძეს აბარებს. ჯერჯერობით უცნობია ივანიშვილის საპარლამენტო სია, თუმცა დიდი ალბათობით სიის სათავეშიც სწორედ ის იქნება.
ამ საარჩევნო კამპანიის პირობებში უფუნქციოდ აღმოჩნდა ქართული ოცნების თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერადაც მთავარი მოვლენების მიღმა რჩება.