მეფე ჩარლზ III ზელენსკის შეხვდა

გამოქვეყნდა:

გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მთავრობასა და მეფეს უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის რუსეთთან ომში.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მეფე ჩარლზ III-ს და მთელ სამეფო ოჯახს უკრაინელი ხალხის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და დროებითი თავშესაფრებისთვისაც.

შეგახსენებთ, ლონდონში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართა, სადაც მთავარი საკითხი უკრაინა და ზოგადად ევროპის უსაფრთხოება იყო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი