"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ ქუთაისშიც. პატიმრების ოჯახის წევრები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ, ისინი ითხოვენ სასჯელი ყველა პატიმარს 1/4-ით შეუმცირდეს.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი პატიმრების უმეტესობას არ ეხება.
"ჩვენი მოთხოვნაა 1/4 ყველა პატიმარს, რეალურად ეს არის ჰუმანური აქტი, რომელიც შეუძლებელი არ არის ნამდვილად და არ ვითხოვთ იმას, რომ ყველა პატიმარი გაათავისუფლონ და ციხის კარი გაიღოს, უბრალოდ ვითხოვთ ჰუმანური აქტის გამოცემას და 1/4-ს ყველა პატიმარზე. ბევრი წინაპირობა აქვს, იმდენი დათქმა აქვს, რომ ფაქტობრივად ვერავინ ვერ გამოდის ამ ამნისტიით და ამ კანონპროექტით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
გარდა ამისა სხვადასხვა ციხეებში პატიმრები რამდენიმე დღეა შიმშილობენ.