"საყოველთაო ამნისტია პატიმრებს" - პატიმრების ოჯახის წევრები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით თბილისში აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა გაფართოვდეს მუხლები, რომლებსაც ამნისტია მოიცავს.
პატიმრების ოჯახის წევრები ჯერ პარლამენტთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს.
"მმართველმა პარტიამ, რომელმაც კანონპროექტი გამოსცა, თითქოს და გვიმტკიცებს, რომ ეს არის ჰუმანური აქტი. ჩვენ, აქ შეკრებილები, ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ეს არ არის ჰუმანური აქტი და ეს კიდევ ერთი დაცინვაა სახელმწიფოსგან და არამარტო ჩვენი, არამედ პატიმრების დაცინვაა. ჰუმანური აქტი იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ შეეხებოდა ყველა მუხლს, ნაწილობრივ მაინც. ჩვენ არ ვითხოვთ ყველა პატიმრის გამოშვებას, ვითხოვთ ყველა მუხლს ნაწილობრივ მაინც შეეხოს," - ამბობს აქციის მონაწილე.
"ქართული ოცნების" დეპუტატის, რატი იონათამიშვილის თქმით, ასეთ საკითხებზე პოლიტიკური სარჩულის შემოტანა და აქციების გამართვა არარელევანტური და უხერხულია.
გაცნობებთ, რომ ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და "სისხლის სამართლის კოდექსის" 66 მუხლს მოიცავს. გარდა ამისა 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება. იხილეთ ასევე: