შეფერხება საერთაშორისო აეროპორტებში | ბერლინმა ქუთაისიდან გაფრენილი რეისის მიღება ვერ შეძლო, ის პოლონეთში დაეშვა

გამოქვეყნდა:

პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვის გამო შეფერხებით მუშაობენ აეროპორტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხარვეზებია ქუთაისის აეროპორტშიც. 

შეფერხების გამო კატოვიცეს რეისზე რეგისტრაციას 20 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. როგორც აეროპორტის საინფორმაციოს ცენტრში აცხადებენ, რეისი უკვე შესრულდა და ამ დროისთვის სხვა შეფერხება არ არსებობს.

რაც შეეხება ბერლინის რეისს - ქუთაისიდან გაფრენილი რეისი პოზნანში (პოლონეთში) დაეშვა, რადგან ბერლინი რეისების მიღებას ვერ ახერხებდა. ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა დაგეგმილი რეისი, განრიგის მიხედვით ხორციელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი