ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, ცესკოსთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანოზატორი მოძრაობა "აირჩიე ევროპაა". აქციის მონაწილეები უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის რამდენიმე ქალაქში საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ.  აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია არის გუშინ ევროპის დედაქალაქებში გამართული აქციებისთვის სოლიდარობის გამოხატულება. 

"უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ იცის ერთი ურყევი ჭეშმარიტება, რომ ის აგებს. აგებს როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საქართველოს გარეთ, ქართველ ემიგრანტებთან. ამიტომ მისი მთავარი ამოცანა დღეს არის, რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს საარცევნო უბნებზე, რათა მისი ამომრჩევლის წილმა უფრო მეტი შეადგინოს. ანუ რაც უფრო ნაკლები მოვა, მისი წილი საერთო ამომრჩეველში იქნება უფრო მეტი. ამიტომ ჩვენი საციცოცხლო ამოცანაა, იმიტომ რომ ფიზიკურად გადარჩეს ეს ქვეყანა და გადავრჩეთ ჩვენ. გადარჩნენ იმ ემიგრანტების ოჯახები რომლებიც საქართველოში ჰყავთ დატოვებული. აუცილებელია მართლა ქუდზე კაცი მივიდეთ არჩევნებზე.აი აკვნებით გავიდეთ, ჩვილებით დავდგეთ ჯერ ხმა მივცეთ და მერე საარცევნო უბნებთან, თორემ ჩვენ შთამომავლებსაც და ჩვენს შვილებსაც ისევე გადაცხრილავენ ხვალ და ზეგ, თუ ეს ხელისუფლება დარჩა, როგორც რამდენიმე წლის წინ ჩვენი უახლოესი ხალხი, ბავშვები აკვნებში ჩახოცეს სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა და დღეს ამისთვის ჩვენ გვთხოვენ ბოდიშის მოხდას. ხვალიდელი საქართველო იქნება ზუსტად ასეთი, თუ ქართული ოცნება დარჩა ხელისუფლებაში. ოცნებამ ჩვენზე უკეთ იცის რომ აგებს. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ემიგრანტი მივიდეს საარჩევნო უბნებზე და პირიქით და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი შვილებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნას დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში, იმისათვის რომ ემიგრანტებმა საკუთარი ნება გამოხატონ. იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ დანაშაული და თაღლითობაა, ემიგრაციას წააღტვა ხმის უფლება. ამიტომ ჩვენ დღევანდელი აქციით არ შემოვიფარგლებით და ჩვენი აქცია არის სოლიდარობის აქცია, გუშინ ევროპის დედაქალაქებში გამართული აქციებისა" - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა 
ხათუნა ლაღაზიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი